LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში: თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია! (ვიდეო)

75

ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ევროპის ჩემპიონატი 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი).

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო – თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია! თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა!

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება. მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები