LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გაიცა

117

23 თებერვალს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში პირველად, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო – 2018“-ის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას, კლუბისა და გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი კომპანიების თანამშრომლების გარდა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

23 წარდგენილი პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა სამი გამარჯვებული კომპანია, შემდეგ კატეგორიებში:

  • ნომინაცია: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი – გამარჯვებული: ფოთის პორტი
  • ნომინაცია: გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი- გამარჯვებული: ნატახტარი
  • ნომინაცია: წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის –გამარჯვებული: m2

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას. პროექტმა სტარტი 2017 წლის ოქტომბერში აიღო და მასში 17-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ბიზნესკომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსი რეგულარულ სახეს მიიღებს და მომავალწლებშიც ჩატარდება.

ცნობისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს, თბილისში დაარსდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სიდას” და კომპანია ”ჯეპრას” ინიციატივით. კლუბი ამჟამად 80-მდე კომპანიას და ორგანიზაციას აერთიანებს. მისი მიზანია საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი კი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები: კომპანიები, ბიზნესასოციაციები, არასამთვრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადამიური დაწესებულებები არიან. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს ”სიდა” წარმოადგენს. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები