LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში უძრავი ქონების ბროკერების პროფესიული კურსი იწყება

183

პროფესია – ბროკერი, რომელიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ერთერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადია, საქართველოში ,ფაქტობრივად არ არსებობს.

არის მოსაზრებაც, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას ქაოტურად მომუშავე უძრავი ქონების აგენტები/ ბროკერები აფერხებენ.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად უძრავი ქონების სააგენტო „MYCLIENT.GE“-მ პარტნიორ ორგანიზაციებთან „შეფასების სახლთან“, „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლასთან“ ერთად სასწავლო კურსს ჩაუყარა საფუძველი. კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ უძრავი ქონების ბროკერის პროფესიას და გახდნენ პირველი სერტიფიცირებული უძრავი ქონების აგენტები საქართველოში.

„უძრავი ქონების ბაზარი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის ბუმია.მოქალაქეები, ინვესტორები მუდმივად სანდო უძრავი ქონების აგენტების ძიებაში არიან,რათა არ შეცდნენ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დროს. სამწუხაროდ, საქართველოს ცუდი პრაქტიკა აქვს ამ კუთხით, ქუჩაში ჯერ კიდევ მრავლად ნახავთ ე.წ მაკლერებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ნაკლებად კვალიფიციურნი არიან და სერვისის სათანადოდ გაწევას ვერ ახერხებენ. მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონების ბროკერის პროფესიამ ქუჩიდან ოფისებში გადაინაცვლოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული სასწავლო კურსი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეგვემუშავებინა. ჩვენი კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურში და იყვნენ პირველი სერტიფიცირებული აგენტები უძრავი ქონების სფეროში“- აღნიშნა MYCLIENT.GE-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა – გვანცა გუჯელაშვილმა.

კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უძრავი ქონების შეფასებასების პრინცპები, მარკეტინგის საფუძვლები და სამართლებრივი საკითხები.

MYCLIENT.GE აღნიშნულ კურსს სთავაზობს როგორც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს , ასევე დეველოპერული კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიაში განუცხადეს, კურსის ღირებულება 400 ლარია. მისი გავლის შემდეგ კი პირის დასაქმებას MYCLIENT.GE უზრუნველყოფს.

“დასაქმება ჩვენთან და ჩვენს პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში მოხდება. ლექციები ჩატარდება მენეჯმენტისა და მარკეტინგის სკოლაში”, – აცხადებენ myclient.ge–ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები