LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

100

უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს კომპანია „არია ჯგუფი“ 30, 31 მარტსა და 1 აპრილს გამოფენა-გაყიდვაზე „არეა ექსპო 2018“ იწვევს. 100-მდე სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „არია ექსპო 2018“-ის ფარგლებში მომხმარებელს და დაინტერესებულ პირებს მიმდინარე სამშენებლო პროექტებს და სამი დღით სპეციალურ პირობებსა და ფასდაკლებებს წარუდგენს.

დეველოპერები საქართველოს მასშტაბით ერთ სივრცეში მოიყრიან თავს და ადგილზევე უზრუნველყოფენ პროექტების წარდგენა-გაყიდვას. „არია ექსპო 2018“- ის სტუმრებს კი შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ და საქმიანი წინდადებების და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ადგილზევე მიიღონ.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში დაათვალიეროს საქართველოში მიმდინარე მშენებარე თუ უკვე აშენებული პროექტები, შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ბინა, საოფისე, ასევე კომერციული ფართი რეგიონის, უბნის, არქიტექტურის გათვალისწინებით, თანაც სპეციალური პირობებითა და ფასით. იქვე იქნებიან კომერციული ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესების შემთხვევაში საკუთარ პირობებს გააცნობენ მომხარებლებს და ადგილზე პროდუქტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. მსგავსი ტიპის ღონისძიება ფართოდ აპრობირებულია საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოში პირველად ტარდება.

არეა ექსპო 2018-ის ორგანიზატორია „არეა ჯგუფი“, უძრავი ქონების სერვისების კომპანია, რომელიც დეველოპერებს მარკეტინგისა და გაყიდვების აუთსორსინგს სთავაზობს. ჯგუფის დამფუძნდებლების განცხადებით, უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას ყოველწლიური ხასიათი ექნება.

არეა ექსპო 2018 ექსპოჯორჯიას IV, V და VI პავილიონებში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები