LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად VUEVE CLICQUOT-ს ვენახებში, ვაზს ქართველი ქალი მეწარმის სახელი დაერქვა

98

Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდო საქართველოში წელს პირველად გაიცა და მისი მფლობელი კომპანია ,,დიო”-ს დამფუძნებელი ირმა დაუშვილი გახდა.

ექსკლუზიურ VUEVE CLICQUOT-ის ვენახში ვაზის ერთ ძირს გამარჯვებულის სახელი ,,ირმა” დაერქვა. ვაზის ძირის სახელის დარქმევის ცერემონიალი 2018 წლის 13 ივლისს საფრანგეთში გაიმართა, შამპანში VUEVE CLICQUOT -ს უნიკალურ ვენახებში. მსოფლიოს კიდევ 6 ქალბატონთან ერთად, ირმა დაუშვილის სახელი დაეწერა ვაზსს და პირველად ამ სახელოვან ვენახებში ქართული დროშაც აფრიალდა.

,,გული სიამაყით ამევსო, როცა საქართველოს დროშა აფრიალდა Veuve Clicqout -ს ვენახებში. ეს მხოლოდ დასაწყისია და ვიცი, რომ კიდევ ბევრი წარმატებული ქართველი ქალი მეწარმის სახელი დაამშვენებს ამ ვენახს,’’- აღნიშნა ირმა დაუშვილმა.

ტრადიციულ ჯილდოს შამპანურის სახლი Veuve Clicquot ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გასცემს, ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის. საქმიანი ქალებისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეს ჯილდო ერთგვარ “ოსკარად” იქცა.

მეცხრამეტე საუკუნეში ქალბატონი კლიკოსა და მის მიერ დაარსებული ღვინის წარმოების ისტორიამ, ქალის თავგამოდებისა და საქმის სიყვარულის ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი შესძინა კაცობრიობას. მისი საქმის გამგრძელებლებმა, VEUVE CLICOQUOT ფირმის წარმომადგენლებმა კი 1972 წელს წარმატებული საქმიანი ქალებისთვის ჯილდო დააწესეს.

ირმა დაუშვილი, მიღებულ მრავალ ჯილდოთაგან, VUEVE CLICQUOT ფირმის დაწესებულ ჯილდოს განსაკუთრებით გამოარჩევს, რადგან მისთვის ერთგვარი აღმოჩენა და სტიმულის მიმცემია ის ქალი, რომელიც ამხელა საქმეს სათავეში ჩაუდგა და სირთულეებს გაუმკლავდა.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები