LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველადი ჯანდაცვა გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა – დავით სერგეენკო აკაკი ზოიძეს პასუხობს

90

პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის საპასუხოდ განაცხადა.

„აკაკის თავისებური სიტყვათა წყობა აქვს, როგორ გამოხატოს ჯანდაცვაში ესა თუ ის გამოწვევა. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი – ჯანდაცვის სპეციალისტი ვარ და ვიტყვი, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გუშინ, კომიტეტის სხდომაზე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ჩავარდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები