LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი 5 თვის მანძილზე ნასწავლი მშობლიური ენა ბავშვს არასოდეს ავიწყდება

105

მშობლიური ენის ცოდნა, რომელსაც ბავშვი ცხოვრების პირველი 5 თვის მანძილზე იღებს, არასოდეს იკარგება, „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მეცნიერები ამტკიცებენ.

კვლევა სამხრეთ კორეაში დაბადებულ ბავშვებზე ჩაატარეს, რომლებიც შემდეგ ჰოლანდიელებმა იშვილეს და საცხოვრებლად ჰოლანდიაში წაიყვანეს. ზრდასრულ ასაკში ისინი კორეულ სიტყვებს იმაზე უკეთესად წარმოთქვამდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ბავშვები ჰოლანდიაში წაიყვანეს მანამ, სანამ ისინი ლაპარაკს დაიწყებდნენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვები ყოველთვის ცნობენ ენას,რომელზეც მათ ცხოვრების პირველი 5 თვის მანძილზე ელაპარაკებიან. მათი თქმით, კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვილებთან საუბარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები