LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დახმარება მზისგან დამწვრობის დროს

1432

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ბოლო დროს აქტიურად ამახვილებს ყურადღებას მზის მავნე ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებზე. რეალურად მზისგან დამწვრობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. გარდა იმისა, რომ ის დისკომფორტს ქმნის, საბოლო ჯამში, თანმხლებ გართულებებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მზის დამწვრობა დროული მკურნალობის შემთხვევაში მალე გადის, წლების შემდეგ ის სხვადასხვა პათოლოგიით იჩენს თავს. თუ მზეზე ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, თქვენ შეამჩნიეთ რომ კანი გაწითლდა და მტკივნეული გახდა, ესეიგი თქვენ გაქვთ დამწვრობის პირველი სტადია. ამ მდგომარეობას შეგიძლიათ უმკურნალოთ თავადაც, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებით:

შვრიის წვრილი მარცვლები – სწორედ ეს უნიკალური მარცვლები გამოიყენება ანთებითი პროცესების, კანის სიმშრალის, ქავილისა და მათ შორის, დამწვრობის დროს. ესაა შვრიის ჩვეულებრივი მარცვლები, რომლებიც ფქვილის მარცვლების ზომამდეა დაყვანილი. ეს ფხვიერი ნივთიერება შედის ბევრი ლოსიონის შემადგენლობაში. სწორედ მისგან დამზადებულ ლოსიონებს იყენებენ დამამშვიდებელი და კანის გამაჯანსაღებელი პროცედურების დროს. შვრიის წვრილი მარცვლები დამწვრობის უებარი სააშუალებაა.

C ვიტამინი – იმის ნაცვლად რომ ტემპერატურა ასპირინით დაწიოთ, ჯობს შეამციროთ მზისგან მიყენებული ზიანი. ამის საუკეთეო საშუალება კი C ვიტამინია. სპეციალისტები  დღეში 1000 მილიგრამის გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან. გარდა ამისა აფთიაქებში იყიდება სხვადასხვა საცხები, რომლის შემადგენლობაშიც C ვიტამინი შედის. ასე რომ ტაბლეტის მიღების გარდა, რეკომენდებულია მისი კანზე დატანაც

ალოე ვერა – ყველამ იცის, რომ ესაა სასარგებლო მცენარე თმის მოვლისთვის, თუმცა ასევე საუკეთესო საშუალებაა მზისგან დამწვრობის დროს. აქ შეიძლება მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენება, იქნება ეს გელის თუ ექსტრაქტის სახით. ალოე შეიცავს უდიდესი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს და კანს ამშვიდებს. ალოე ვერა ასევ ხელს უწყობს კანის აღდგენის პროცესსა და ინფექციების  წარმოქნის პრევენციას. თუ ამ ექსტრაქტს გამოყენებამდე მაცივარში მოათავსებთ, მისი მოქმედების ეფექტი უფრო სწრაფი იქნება

პანთენოლი – ეს მედიკამენტი შექმნილია კანის ნებისმიერი დაზიანებისთვის. მზის დამწვრობის დროს მას განსაკუთრებით ეფექტური  მოქმედება გააჩნია. იმის გამო, რომ პანთენოლი სპრეის სახით გამოდის, კანზე მის დატანა უფრო მარტივია.

 თუ თქვენ მზეზე ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ ძლიერ ტკივლს გრძნობთ და სხეულის ტემპერატურაც მატულობს, საქმე გვაქვს დამწვტობის მე-2 ან მე-3 სტადიასთან . ასეთ დროის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები