LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ელექტროავტობუსი თბილისშია: “ვმუშაობთ ავტობუსების ქარხნის აშენების საკითხზე”

117

პირველი ელექტროავტობუსი უკვე თბილისშია. ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღეში გამოჩნდება და თავდაპირველად, მგზავრებს 61 ნომერ მარშუტზე, მოემსახურება.

კომპანია “ფრეგობასის” ინფორმაციით, 12 მეტრიანი  E-Bus-ისთვის ქართველი მძღოლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ მგზავრების გადაადგილება თბილისის სხვადასხვა უბნებში.

ელექტროავტობუსის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი კახა კალაზე დაესწრო.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ავტობუსი 100%-ით ელექტრო, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, რომელსაც გამონაბოლქვი არ აქვს. ერთი დამუხტვით, რომელსაც სამი საათი ესაჭიროება, ავტობუსი 250 კმ-ს გადის. დასამუხტი მოწყობილობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკშია განთავსებული.

„განვითარებული ქვეყნები აპირებენ 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას. ზოგადად, ეს მიმართულება თანდათან თანამედროვე მსოფლიოში იხვეწება და ჩვენც არ ვიქნებით გამონაკლისი. დედაქალაქსაც ეყოლება ელექტროავტობუსები. ვნახავთ, როგორი ინფრასტრუქტურა სჭირდება, როგორ უნდა მოეწყოს ყველაფერი და მომდევნო წლების განმავლობაში, აუცილებლად შემოვიყვანთ ელექტროავტობუსებს. ასევე ვმუშაობთ ავტობუსების ქარხნის აშენების საკითხზე და რამდენად  იქნება შესაძლებელი,  მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.

ელექტროავტობუსი, ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე, 1 თვის განმავლობაში იმოძრავებს.

ელექტროავტობუსი თბილისში იმ პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს. პროექტს “ფრეგობასი” ჩინურ კომპანიასთან ZTE და გერმანულ Eurobus-თან ერთად იწყებს. ამ დროისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები