LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ღიად ლესბოსელი ქალი „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით არჩევნებში მონაწილეობს

1295

თვითმმართველობის წლევანდელი არჩევნები, სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, იმითაც იქნება გამორჩეული, რომ მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას ღიად ლესბოსელი ქართველი ქალი. ნინო ბოლქვაძე „რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველ ათეულშია. ის უკვე წარადგინა პარტიის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ.

ნინო ბოლქვაძე დიდი ხანია, ლგბტ თემების კუთხით აქტივისტი გახლავთ. „რესპუბლიკური პარტია“ ამ თემას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს. როგორც ჩანს, ნინოს სიაში შეყვანით ამას კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს. როგორც თამარ კორძაია „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათთვის გასაოცარია, რატომ იწვევს გაკვირვებას ლესბოსელი ქალის პარტიის საარჩევნო სიაში აღმოჩენა და ნინო ბოლქვაძეს კომპეტენტურ ადამიანად ახასიათებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები