LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი იანვრიდან მომხარებელს ხორცის ვარგისიანობის დადგენა უფრო მარტივად შეეძლება

89

საქონლის ხორცის ეტიკეტირება 2017 წლის 1-ელი იანვრიდან სავალდებულო გახდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ანა გამეზარდაშვილის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან, ”ხორცის შესახებ რეგლამენტის” ამოქმედების შემდეგ, ეტიკეტირების წესი და მისი პრინციპი უფრო დაზუსტებული იქნება.

მისი თქმით, ეს რეგლამენტი საშუალებას იძლევა, რომ ცოცხალი ცხოველი დაკავშირდეს იმ ხორცის ნაჭერთან, რომელიც საბოლოოდ მომხმარებლამდე უნდა მივიდეს, შესაბამისად, უფრო მარტივი გასარკვევი იქნება, რამდენად ჯანმრთელი ცხოველი დაკლეს და რამდენად ვარგისი იქნება პროდუქტი.

”ეტიკეტირების წესი ვალდებულებას უწესებს ბიზნესსექტორს, იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც ხორცის წარმოებაში არიან ჩართულები: დაკვლაში, ხორცის დაჭრაში, გატარებაში და ა.შ. განახორციელონ ხორცზე ეტიკეტების განთავსება. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს,  რომ მიაკვლიოს ხორცის ნაჭრიდან ცოცხალ ცხოველს და გაიგოს რამდენად ჯანმრთელი იყო ის. ეტიკეტზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ, რომელიც ცხოველის ”საყურე ნიშანზეა” განთავსებული. ასევე ეტიკეტზე განთავსებული იქნება იმ საწარმოს აღიარების ნომერი, რომელიც უნიკალურია თითოეული საწარმოსთვის და რომელიც მიენიჭება მათ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ”, – განაცხადა ანა გამეზარდაშვილმა.

როგორც მან ”ბიზნესკონტაქტთან” განმარტა, საქართველო ტექნიკურად ამ რეგლამენტის ამოქმედებისთვის მზადაა და შესაბამისი ლაბორატორიები უკვე არსებობს. ბიზნესსექტორი კი ამ სიახლეში უკვე დიდი ხანია ჩართული და გათვითცნობიერებულია.

გამეზარდაშვილის თქმით, ეტიკეტირების საკითხი, მხოლოდ მომხმარებლის უნვებელი პროდუქციით უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები