LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ლედი წითლებში: მელანია ტრამპი სამიტზე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა (სურათები)

162

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი “დიდი ოცეულის” სამიტზე წითელი ფერის სამოსში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.

პირველმა ლედიმ ნაცრისფერი ყვავილებიანი კაბით და მხრებზე მოსხმული წითელი ქურთუკით, თამამი სტილი აჩვენა.

მისი ელეგანტური ლუქი შეიკრა, განიერი წითელი ქამრით და ნაცრისფერი მაღალქუსლიანი ფეხსამელით.

მელანია, რომლის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში პერმანენტულად იზრდება, რამდენიმე წუთის განმავლობაში საუბრობდა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდეს მეუღლესთან.

პროგრამის განმავლობაში, ის ასევე, სხვადასხვა ლიდერის მეუღლეებთან საუბრის დროს დააფიქსირეს.

ბოლო გამოკითხვებით, მელანია ტრამპის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა, მას 51% დადებითად ახასიათებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები