LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი “მის მსოფლიო” ქართველი გოგონა იყო

414

ყველამ იცის, რომ ქართველი ქალები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ სილამაზით. სამაგიეროდ ბევრმა არ იცის ის, რომ ქართველი ქალბატონები ევროპაში ძველად ჩატარებულ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდნენ და პირველი “მის მსოფლიო” ქართველი იყო. მაშინ მსგავს კონკურსებში მხოლოდ დიდგვაროვანი ქალბატონები იღებდნენ მონაწიელობას. სწორედ ასე გახდა ეკატერინე თარხან-მოურავი პირველი მის მსოფლიო. გოგონა გიორგი სააკაძის მეოთხე თაობას ეკუთვნის. მისი წინაპრები დაღესტნიდან ქართლში გადმოსახლდნენ. თავად ეკატერინე ახალქალაქში მრავაშვილიან ოჯახში დაიბადა და ფუფუნებაში გაიზარდა. ოჯახმა ის პარიზში გაგზავნა, სადაც გოგონა 1903 წლიდან 1907 წლებში ცხოვრობდა.

ფრანგებმა ეკატერინეს, წყლის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, „თეთრი გედი“ შეარქვეს. პირველი სილამაზის კონკურსი სახელწოდებით „ყვავილების დღესასწაული“ პარიზში ჩატარდა. კონკურსის წესების თანახმად, ულამაზეს ქალბატონებს ეტლით პარიზის ქუჩები უნდა შემოევლოთ. გამარჯვებულს კი ყვავილებითა და ოვაციებით ხალხი ავლენდა. ეტლი სადაც, 15 წლის ეკატერინე იჯდა, ყვავილებით გაივსო. მის ღია ცისფერ თვალებსა და ქერა თმას საოცრად უხდებოდა ციფერი ფერის კაბა. გამარჯვების ნიშნად ეკეტერინე თარხან-მოურავს უძვირფასესი ბრილიანტი სამკაული აჩუქეს, რომელმაც თბილისამდე ვერ ჩამოაღწია.

მიუხედავად გამორჩეული სილამაზისა და საქვეყნო აღიარებისა, ეკეტერინე თარხან-მოურავის პირადი ცხოვრება ნამდვილად არ გავდა ზღაპარს. ის ორჯერ დაქორწინდა. პირველად ფრანგ მიშელ სეგალზე, რომლისგანაც ვაჟი შეეძინა. ოჯახი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილის ქორწინებას და მალევე წყვილი დაშორდა კიდეც, ბიჭი კი თარხან-მოურავის გვარზე გადმოიყვანეს. მეორედ ეკატერინე რუს მოროზოვს გაჰყვა ცოლად, რომელიც საბჭოთა რუსეთმა ღალატში დაადანაშაულა. ოჯახის რეპრესიებს სასწაულად გადაურჩა. ცნობილია ისიც, რომ ეკეტერინე თარხან-მოურავი მოწყალების დად მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში.

2

1

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები