LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს შეიძლება ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს

221

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს – ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს. ეს ინიციატივა საბჭოს წარმომადგენელმა მამუკა გონგაძემ პარლამენტში დააყენა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

 

“წელს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს – ძველ დროშასა და გერბს ისტროული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს და ისევე იყოს დაცული, როგორც დაცული უნდა იყოს სახელმწიფო დროშა“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ. 

 

პარლამენტში გამართულ მიღებაზე გამოიფინა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გამოიფინა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები, (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია მიმდინარეობს.

პოპულალურები