LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი სათბური საქართველოში, სადაც ჩვეულებრივ და დამყნობილ ჩითილებს დაამზადებენ

840

მარნეულის სოფელ აზიზქენდში 23 თებერვალს, 15:00 საათზე კომპანია „მზა ჩითილის” სათბური გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  სათბური 11 000 მ2 -ზეა გაშენებული და აქ შესაძლებელია 7 მილიონი ჩითილის წარმოება ერთი თვის განმავლობაში. სათბური ასევე ფლობს 30 000 მ2 სივრცეს, სადაც დამყნობილი და ნორმალური ნერგები გამოყავთ.

”ჩვენი კომპანია აწარმოებს ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს. ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ამზადებს როგორც ჩვეულებრივ, ასევე დამყნობილ ჩითილებს. ამისათვის ვიყენებთ უახლეს იტალიურ ტექნოლოგიებსა და რობოტებს (დანადგარებს). „მზა ჩითილი“ დაფუძნდა კომპანია WG Techno (წყლისა და გაზის ტექნოლოგიები)-ს მიერ, რომელიც არის თანამედროვე სარწყავი სისტემების პირველი და ყველაზე დიდი მიმწოდებელი, ამასთანავე კომპანია თბილისში აწარმოებს პოლიეთილენის მილებს, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში”, -აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ”მზა ჩითილის” მიზანია, საქართველოში შემოიტანოს და დანერგოს უცხოური ტექნოლოგიები, რომლებიც ქართველ ფერმერებს დაეხმარება მიიღონ დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავალი ნაკლები დანახარჯით.

მზა ჩითილიაწარმოებს შემდეგ პროდუქტებს: ჩვეულებრივი ჩითილი – პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, სალათის ფოთოლი, ნესვი, საზამთრო, კომპოსტო, ნიახური. დამყნობილი ჩითილი – პომიდორი, საზამთრო, კიტრი, ნესვი, წიწაკა, ბადრიჯანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები