LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ველობილიკი თბილისში აპრილში მოეწყობა

114

თბილისში, პირველი 8 კილომეტრიანი ველობილიკი აპრილში გამოჩნდება. მერია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

პირველი ბილიკი, როგორც დაანონსებული იყო დედაენის ბაღიდან ბაგრატიონის ხიდამდე და წრიულად, (მტვრის ორივე მხარეს) კვლავ დედაენის ბაღამდე მოეწყობა.

ველობილიკებისთვის დამონტაჟდება ორი სპეციალური ველოშუქნიშანი, მაღალ ბორდიულებზე კი გაკეთდება ასასვლელები.

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ “ფორტუნას” განუცხადა, რომ დღეს ეს მარშრუტი თავად დატესტეს.

“ბარიერები შეგვხვდა ველოსიპედით მოძრაობისას ამ მარშრუტზე – ღია ჭები, ბორდიურები, რომლებიც მოძრაობას აფერხებს… ამ პრობლემების მოგვარება მერიის წარმომადგენლება გვითხრეს, რომ მარტივად და სწრაფად შეიძლება. მტკვრის სანაპირო, რომელიც ქალაქს დაკარგული აქვს, დაუბრუნდება საზოგადოებას. პროცესი უკვე დაიწყო. ორ თვეში ყველაფერი მზად უნდა იყოს. ეს არის ბოლო ათწლეულში ყველაზე მაგარი საქმე, რაც მობილობისა და გადაადგილების კუთხით გაკეთდა”, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

ამასთან თბილისში, უახლოეს მომავალში,  ველოსადგომების მოწყობაც იგეგმება. ველობილიკების მოწყობაზე უფრო ვრცლად იხილეთ ფორტუნას სტატია

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები