LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანშეტები და სმარტფონები ბავშვების უძილობას იწვევს

173

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა რამდენიმე ათეული კვლევის შედეგები გააანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სმარტფონები, პლანშეტები და სხვა ელექტრონული გაჯეტები ბავშვებს ძილის პრობლემას უქმნის, სტატია ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა.

„ყველა მშობელს ვურჩევთ, მონახონ გზა, როგორ შეუზღუდონ შვილებს გაჯეტების მოხმარების დრო. ამაში კი მშობლებს პედიატრები და მასწავლებლები უნდა დაეხმარონ,“ – ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ბენ კარტერი.

კარტერმა და მისმა თანამშრომლებმა დასკვნა ათობით კვლევის გაცნობის შემდეგ გამოიტანეს, კვლევებში 125 ათასზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, 7-დან 17 წლამდე.

კვლევების ავტორები აღნიშნავენ,რომ ხშირად მშობლები ბავშვებს ნებას რთავენ, ელექტრონული მოწყობილობები საწოლ ოთახშიც კი შეიტანონ.

დაკვირვების შედეგად ნათელი გახდა, რომ ბავშვები რაც უფრო მეტ დროს ატარებენ პლანშეტებთან თუ სმარტფონებთან, მეტად უჭირთ დაძინება.

პოპულალურები