LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ “გირჩის” ლიდერები დააკავა

159

იაგო ხვიჩიასთან ერთად, “გირჩის” კიდევ ერთო წევრი ვახო მეგრელიშვილი დააკავეს. როგორც გირჩის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხვიჩია და მეგრელიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ დედა ენის ბაღში დაანონსებული ფესტივალისთვის აპარატურის შეტანა სცადეს.

აპარატურის შეტანის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულები ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

შსს ინფორმაციით, ვახტანგ მერგელიშვილი და იაგო ხვიჩია განყოფილებაში გამოძიების ფარგლებში გადაიყვანეს.

“როგორც იცით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს , რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა”, — აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, “გირჩი” დღეს, 20 ოქტომბერს აპირებს, დედაენის ბაღში მოაწყოს ფესტივალი, სადაც შესაძლებელია, მარიხუანა გაიყიდოს. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები