LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ მოსკოვში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა

83

მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

„მე დამაკავეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით ტვერის მოედანზე. თქვენ ჩემთვის კი არა, თქვენთვის და საკუთარი მომავლისთვის გამოდიხართ“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში დღეს ნავალნის ინიციატივით იმართება საპროტესტო აქცია „ამომრჩეველთა გაფიცვა“, რომელიც ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში პოლიციამ საპროტესტო აქციების 90-მდე მონაწილე დააკავა.

„ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი დაკავებულია უფაში – სულ მცირე 28 ადამიანი. კემეროვოში დაკავებულია 15, ტომსკში – სულ მცირე 10, მოსკოვში – 8, სანკტ-პეტერბურგში – 7 ადამიანი“, – ნათქვამია უფლებადამცველი პორტალის „ოვდ-ინფოს“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები