LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვა

44

პოლიციამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი,“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები