LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელებს ახალ ბინებს გადასცემენ და ხელფასს გაუზრდიან

33

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შსს პოლიციელებისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში ბინების გადაცემას გეგმავს.

გახარიას განმარტებით, სოციალური კომპონენტის გაძლიერება, პოლიციელებს თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმვის საშუალებას მისცემს.

მისივე თქმით, ეს იქნება შსს-ში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის მიზიდვის საშუალება.

“სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ჩვენ ვიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის. ასევე რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სოციალური პროგრამები იქნება კიდევ უფრო მეტი გარანტი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ელი ივლისიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ.

გახარიას ინფორმაციით, 13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზრდება. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, პოლიციელების ხელფასების ზრდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე გახდა შესაძლებელი.

„ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ დღეს და ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შსს-ში იყო ძალიან სერიოზული გადახრა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში. ჩვენ, როგორც ფაქტი, შევამცირეთ 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია, რამაც მოგვცა საშუალება, როგორც ტექნოლოგიურ ნაწილში განგვეახლებინა აღჭურვილობა, ასევე გაგვეზარდა ხელფასები,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები