LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელი მეტროში დაკავების ცნობილი კადრებიდან: სოსო გმირია და ეს ხალხმა უნდა დაინახოს

301

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი მუხიგულაშვილი, მეტროში მამაკაცის დაკავებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ის საპატრულო პოლიციის იმ ერთ-ერთ თანამშრომელზე წერს, რომლებიც ბოლო პერიოდში მეტროში მამაკაცის დაკავების გამო, საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.

როგორც ის წერს, სოსო გმირია და ეს ხალხმა უნდა დაინახოს.

გიორგი მუხიგულაშვილს მისი სიცოცხლის ხარჯზე უამრავი ადამიანი გადაურჩენია, 13 ივნისის სტიქიის დროს კი რამდენიმე ასეულ ადამიანს გაუწია დახმარება.

“გაიცანით ეს ბიჭი . ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. სწორედ ის თანამშრომელია რომელსაც უტიფარმა საზოგადოებამ ცილი დასწამა თავისუფლების მეტროში ხულიგანის დაკავების გამო. სოსო ახალგაზრდა და მეტად პატიოსანია.

მის მადლში უამრავი ისეთი სიკეთეებია თავმოყრილი რაზეც არავინ საუბრობს მაგალითად. 2015 წელს მან თავისი სიცოცხლის ხარჯზე ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა. ასევე როგორც ნებისმიერი პატრულ ინსპექტორი ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის გამო ისე დააყენებს თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ რომ არც დაფიქრდება. მაგრამ ეს ხალხს არ აწყობს და ამიტომ ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ იმას რაც აწყობთ.

სოსომ 13 ივნისის სტიქიის დროს რამოდენიმე ასეულ ადამიანს გაუწია დახმარება. ძალიან ბევრ ასაკოვანს აქვს კონტაკტი და იმედი ამ ბიჭის და ეს ყველაფერი დასაფასებელია რადგან ის ჯერ პროფესიას აყენებს წინ და მერე სხვა დანარჩენს”, – წერს გიორგი მუხიგულაშვილი.

შეგახსენებთ დაკავების ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:

https://www.facebook.com/EgnateShmugia/videos/1585729384857226/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები