LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელი ნარკოტიკების უკანონოდ გაყიდვისთვის დააკავეს

96

შსს-მ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ა.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნარკოტიული საშუალება”.

შსს-ს ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები