LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელს სახეზე ცივი იარაღით დაზიანება მიაყენეს

12

თბილისში ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრეს, ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთი ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს – უბნის ინსპექტორ გამომძიებელს – ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. იგი ადგილზე დააკავეს. ეს არის 1992 წელს დაბადებული შ. თ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები