LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხდარა

38

ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული მაქსიმუმი იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული,“ – ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე პოლიციელები არიან განაწილებულნი.

ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული მაქსიმუმი იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული, მაღალი ევროპული, დასავლური სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს განაწილებული პოლიციელები, იმ დისტანციაზე, რასაც კანონი უშვებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს არანაირი კონფლიქტი და თავის იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვევა. ამ წუთამდე, პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხდარა, და იმედს ვიტოვებ, რომ ისე ჩაივლის ეს არჩევნები, რომ პოლიციის ჩარევა არც ერთ უბანზე საჭირო არ გახდება,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალციხეში მაჟორითარ კანდიდატზე ფიზიკურ ზეწოლა მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები