LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის თანამდებობის პირი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

86

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე  ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ს. ქ.  ქრთამის სახით, სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე ბ.პ.-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.

გამოძიება ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები