LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა არაა ცირკი, სადაც შენ ჟონგლიორობ 20 წელია – ირმა ინაშვილი

80

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ლეიბირისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას პასუხობს.

“კეთილი რჩევა შალვა ნათელაშვილს: ა) შალვა,

შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობ, სასაცილოა.

ბ) არასდროს გამიცია შენთვის პასუხი, მამაჩემის პატივისცემის გამო, რომელიც ახლოს გიცნობდა, მაგრამ ყველა ზღვარს გადააბიჯე. ახლა იცოდე, არც ერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ.
გ) პოლიტიკა არაა ცირკი, სადაც შენ ჟონგლიორობ 20 წელია. პოლიტიკა პროცესია, ბრძოლაა, სტრატეგიაა და ტაქტიკაა, რაც შენ მხოლოდ ბრიფინგი და ცირკი გგონია. შენი შექმნილი ერთი პოლიტიკური პროცესი გამახსენე, ძალიან დამავალებ, მაგრამ ჟონგლიორებს მხოლოდ ბავშვების გართობა შეუძლიათ და არა სერიოზული პოლიტიკის წარმოება.
ე) ჩემი აზრით, ყველა პარტიის ლიდერი უნდა გადიოდეს ფსიქიატრიულ შემოწმებას. განსაკუთრებით, არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში.
ვ) დამშვიდდი, შალვა და მიხვდი, რომ ამდენი ბოდვა მავნებელია ხორცისთვისაც და სულისთვისაც”,-წერს ირმა ინაშვილი.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი, მმართველ გუნდთან გარიგებაში ადანაშაულებს.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=353886428390088&id=100013062005932&pnref=story

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები