LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკაში არ ვაპირებ დაბრუნებას, კარგად ბრძანდებოდეთ – კვირკაშვილი [ვიდეო]

82

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა, საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, 64-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ, N24-ე უბანზე დააფიქსირა. გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო უბანზე, შვილთან ერთად იმყოფებოდა.

“ხმა მივეცი კანდიდატს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ნაკარნახევი პასუხისმგებლობის გრძნობით საქართველოს მომავლის წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩემი აზრით და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა გააკეთებს,”-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

რაც შეეხება ექსპრემიერ-მინისტრის   სამომავლო გეგმებს, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს.

„პოლიტიკაში არ ვაპირებ დაბრუნებას. მაქვს ძალიან საინტერესო საქმე. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას“, – მიმართა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები