LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

56

“პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის, რა თქმა უნდა, პრობლემა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

“ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, სამწუხაროდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმაში, რომ იყო პასიური. ობიექტური მიზეზები ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი. თუმცა, ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ დასკვნებს და რეკომენდაციებს ყურადღებით გაეცნობა, თუმცა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, საერთო ჯამში არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან გარემოში.

მისი განცხადებით, აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზება არჩევნებში ჩვეულებრივი მოვლენაა.

“მთავარია, რომ ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები და მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი, იმასთან დაკავშირებით, რომ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები. მათ შორის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღნუსხვა, როგორიც არის პირადი ნომრები და ა.შ.“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.