LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკაზე საუბარი, დიახაც, იქნება – ანა დოლიძის პასუხი მამუკა მდინარაძეს

142

“ბატონო მამუკა, დიახ, აქ იყო და იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური არგუმენტები,“ – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრალესობის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის, კრიტიკას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

მისი თქმით, მისთვის იურიდიულ არგუმენტებზე საუბარი პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, ისინი პრეზიდენტის ვეტოშია ასახული.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტში, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ორგანოა პოლიტიკის განსაზღვრისთვის, ვიღაცებს უხერხულად ეჩვენებათ პოლიტიკაზე საუბარი.

“პოლიტიკაზე საუბარი, დიახაც, იქნება იმიტომ, რომ პატივცემულებო, თქვენი საქმეა პოლიტიკაზე საუბარი. ამიტომ გავაგრძელებ  სწორედაც რომ პოლიტიკური და, როცა საჭიროდ ჩავთვლი, იურიდიული არგუმენტების ჩამოთვლას,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ანა დოლიძე არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ არგუმენტებზე საუბრობს. მან ანა დოლიძეს მოიწოდა პრეზიდენტის შენიშვნების იურიდიულ არგუმენტებზე ესაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები