LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია 2018 წლის დასაწყისიდან გამოვა

50

პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია  2018 წლის დასაწყისიდან გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდი ადგილობრივ არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნებიან მოაზრებული აღნიშნულ გუნდში, ინფორმაცია აღნისნულთან დაკავშირებით მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

” 2018 წლის დასაწყისიდან ახალი პარტია, თავისი ყველა ატრიბუტით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე. მანამდე ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში ვგეგმავთ მონაწილეობას თბილისსა და იმ რეგიონებში, სადაც გვექნება ამის შესაძლებლობა ფორმირების პროცესში მყოფ გუნდს. გვარებსა და სახელებზე უფრო დეტალურად მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოგახსენებთ. მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის გაუმჯობესება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები