LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურ დემარშს ჰგავს – გია ვოლსკი პრეზიდენტის და ოპოზიციის ერთობლივ საკონსტიტუციო პროექტზე

74

„პოლიტიკური ცხოვრების პარალელური რეჟიმის შექმნა, ეს უფრო პოლიტიკურ დემარშს ჰგავს,” – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ ერთობლივად შემუშავებულ საკონსტიუციო პროექტზე საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, პრეზიდენტი გარკვეულ პლატფორმას ქმნის პარტიების ერთ ჯგუფთან და პარტიების მეორე ჯგუფს უპირისპირდება მაშინ, როდესაც კონსენსუსისთვის უამრავი რამ გაკეთდა მმართველი გუნდის მხრიდან.

“დაახლოებით იგივეს იმეორებს, რაც იყო ულტიმატუმის თემა და ულტიმატუმის საკითხები, რამაც გამოიწვია მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები