LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის ჩიხიდან გამოყვანის მხოლოდ დასაწყისია – ანა დოლიძე

22

პრეზიდენტის შეფასებით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის ჩიხიდან გამოყვანის მხოლოდ დასაწყისია და შემდგომი ნაბიჯი კონსტიტუციურ ორგანოებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან დიალოგი უნდა იყოს, –  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ განახლებულ კონსულტაციებში.

პრეზიდენტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, გამოიყვანოს საკონსტიტუციო პროცესი იმ ჩიხიდან, რომელშიც თვითონ შეიყვანა. პირველ ეტაპზე ძალიან ლოგიკურია, რომ იყოს შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებს და პარტიებს შორის. შემდგომ ნაბიჯებად ჩვენ განვიხილავთ შეხვედრის და მოლაპარაკებების აუცილებლობას ყველა მთავარ კონსტიტუციურ ორგანოსთან, ასევე, საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან და აქ იგულისხმება არასამთავრობო სექტორიც. ნებისმიერი ამ ორგანოს გამოხშირვის მცდელობა ჩრდილს მიაყენებს იმ ინიციატივას, რომ ჩიხიდან გამოვიდეს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არ ყოფილა საუბარი კონსულტაციებში ჩართვის თაობაზე.

“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლება შესთავაზა. ამ მიზნით მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრა ხვალ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები