LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა მიუღებელია – ირაკლი კობახიძე

71

“პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა მიუღებელია,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შუახევში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

“პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა მიუღებელია. მითუმეტეს, ასეთი ფორმით.”  – განაცხადა კობახიძემ.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა სოციალურ ქსელში პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ. მასწავლებელი, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა, აცხადებს, რომ დროშები სკოლაში მოსწავლეებმა მიიტანეს და ფოტოს გადაღებაც მათ სთხოვეს. სკოლის დირექტორის განცხადებით კი, ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლამ დისციპლინური წარმოება დაიწყო.