LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური გარიგებები იუსტიციის საბჭოში – როგორ ირჩევენ მოსამართლეებს?

87

მოსამართლეთა დაიშვნა ხდება გაუმჭვირვალედ, დაუსაბუთებლად და პროცესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამის შესახებ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა, მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ასაბუთებს რატომ ირჩევს ერთს და უარს ეუბნება მეორე მოსამართლეს. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, რომ მოსამართლეს არ ეძლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

”ჩვენ ვითხოვთ, მოსამართლეთა დანიშვნის წესის შეცვლამდე, შეჩერდეს მოსამართლეების შერჩევა, ვინაიდან არსებული სისტემა ქმნის საშიშროებას, მოსამართლეები პოლიტიკური მოტივით დაინიშნონ. ვიცით, რომ იუსტიციის საბჭო არის პოლიტიკურ გარიგებაში. როგორც ჩანს მოხდა გარიგება და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი პირები შეთანხმდნენ, ვინ უნდა აერჩიათ და როგორ უნდა აერჩიათ. ხდება ერთგვარი კლანური ინტერესების გატარება” – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

რაც ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაჩქარება უკავშირდება მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც ძალაში 20 თებერვლიდან შედის. მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ თუ არასწორი წესით შეირჩევიან მოსამართლეები, მოგვაინებით, რეფორმას დიდი აზრი აღარ ექნება, ამიტომ სამოქალაქო სექტორის აზრით, რეფორმის პარალელურად, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი  უნდა შეჩერდეს.

”თუ სასამართლო ხელისუფლებას არასწორად დავაკომპლექტებთ, არაღირსეული მოსამართლეებით, მაშინ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იქნება სამართლიანი და მისაღები. უფრო დიდი მიზანი არის ის, რომ სამართლო გაჯანსაღდეს და მოიხსნას კითხვები” – განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები