LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ – EPP-ის პრეზიდენტი

90

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ჟოზეფ დოლი, აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს მთავრობამ ის დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს.

ამის შესახებ დოლმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

„საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო განაცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის იყენებს,“ – დაწერა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები