LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური ზღაპარი დიდებს, მორიგი პრემიერა რუსთავის თეატრის სცენაზე!

101

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მორიგი პრემიერაა. 30 მარტს, 20.00 სთ-ზე, რეჟისორი გიორგი ქანთარია ევგენი შვარცის პოლიტიკურ ზღაპარს, „დრაკონს“ წარმოადგენს.  სცენური იგავ-არაკის სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, რომელსაც ოთხასი წელია დრაკონი პატრონობს, სადაც მოხეტიალე რაინდი ჩადის, მოქალაქეების წინააღმდეგობის მიუხედავად, რაინდი დრაკონს ბრძოლაში იწვევს და ამარცხებს, მაგრამ ხალხი ისეა შეჩვეული დრაკონის მმართველობას, რომ ქვეყნის სადავეებს ისევ დრაკონის დროინდელ ბურგომისტრს აძლევს…

პოლიტიკური ზღაპარი  დიდებისთვის რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე 30 მარტიდან გათამაშდება და ის თეატრის მოქმედ რეპერტუარს შეუერთდება.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი: გიორგი ქანთარია

მხატვარი: ლომგულ მურუსიძე

მუსიკალური გამფორმებელი:გიორგი ქანთარია

რეჟისორის თანაშემწე: ნაილი იაშაღაშვილი

მონაწილეობენ: ვალერი კობერიძე, ლაშა კანკავა,ნუკრი არჩვაძე, ალბერტ ილარიონი, ნიკა ჩხაიძე, რევაზ კოღოშვილი, სპარტაკ კიკნაძე, სოფიო ჩხიტუნიძე, თამარ კანდელაკი, ნათია მელაძე, თამთა თათარაშვილი, მაია გელიაშვილი, თეონა ხვედელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები