LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელი ბიზნესმენები მაღალმთიან აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდნენ

80

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ პოლონელ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა.

ჯაბა ფუტკარაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ საგადასახადო რეჟიმებს, მოქმედ კანონმდებლობას და აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებს შეეხო.

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე და ამ სფეროში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენები აჭარაში ტურიზმის სფეროში, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში ინვესტირებით არიან დაინტერესებული. უახლოეს დღეებში ინვესტორთა ჯგუფი აჭარის მაღალმთიანეთს ეწვევა და არსებულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები