LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი ლტოლვილებს თავის ტერიტორიაზე არ ჩაასახლებს

21

„პოლონეთი ლტოლვილებს თავის ტერიტორიაზე  არ ჩაასახლებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირის სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშკოვსკიმ, განაცხადა.

ჩვენ დავიცავთ თავს, ვინაიდან პოლონეთის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპული ინსტიტუტების ამგვარი მოუფიქრებელი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს არ შევასრულებთ, – განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გუშინ, ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და სლოვაკეთის სარჩელი უარყო, რომელშიც მხარეები ითხოვდნენ ლტოლვილების განსახლების კვოტების გაუქმებას.

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული მექანიზმი ეფექტურად და პროპორციულად ეხმარება საბერძნეთსა და იტალიას, 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისს გაუმკლავდეს.

უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს 120 ათასი ლტოლვილი კვოტების მიხედვით განსახლებას. თავის დროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს უნგრეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები