LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთში არ ჩავა

56

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას არ დაესწრება.

„პოლონეთის ნაკრები არ მონაწილეობს გახსნის მატჩში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ რომელიმე თამაშს დავესწრები, ეს პოლონეთის ნაკრების შეხვედრა იქნება“, – ციტირებს დუდას სიტყვებს RMF 24.

თუმცა ბუნებრივია პოლონეთის პირველკაცის მოქმედებაში პოლიტიკური მოტივები იკითხება.

პოლონეთმა დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში. ვარშავამ შესაძლოა ლონდონს მიბაძოს და რუსი დიპლომატები გააძევოს.

პოლონეთი მუნდიალის Н ჯგუფშია და სენეგალს, კოლუმბიას და იაპონიას ეთამაშება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები