LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის საგარეო უწყებამ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის ელჩი დაიბარა

33

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად უკრაინის ელჩი დაიბარა.

ამის შესახებ ევროდეპუტატმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა.

სარიუშ-ვოლსკიმ უკრაინის ხელისუფლების ქმედებას “არაცივილიზებული” უწოდა, რაზეც ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე ამ საკითხზე საუბარს აპირებს.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლაზე უარი ეთქვათ.

მიგვაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა ყოველგვარ ევროპულ სტანდარტთან, რომლის შესრულების ვალდებულება უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა, –  განაცხადა სარიუშ-ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები