LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

58

პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი შეტყობინება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავაში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს, შეატყობინა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები დაიბარეს.

ბრიტანეთში, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს შესაძლოა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მიიღონ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები