LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება

39

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS 2017“, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა – „ქისი 2015“ და „მუკუზანი 2015“ ოქროს მედლები დაიმსახურა.

აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება. საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი კონკურსის ჟიურიში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თამთა ყველაიძე იყო მიწვეული.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. მოპოვებული ოქროს მედლები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. აღსანიშნავია, რომ კონკურსს წელს პირველად დაემატა კატეგორია: ქვევრის ღვინო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში“ – განაცხადა თამთა ყველაიძემ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები