LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონური Small Planet Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენებს ანახლებს

117

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.

ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.

შეგახსენებთ, Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ მიმოსვლას ახორციელებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები