LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პომადის ფერი, რომელიც მამაკაცებს აღიზიანებთ

1514

შესაძლოა, თვითონ აღფრთოვანებული ხართ ახლადშეძენილი ღვინის ან ნარინჯისფერი პომადით, თუმცა ძალიან საეჭვოა, აღფრთოვანება თქვენმა მეგობარმა მამაკცმაც გაიზიაროს. როგორ დავაღწიოთ თავი შეცდომებს და რა ფერის პომადა ავირჩიოთ ჩვენი სილამაზის ხაზგასასმელად?

არსებობს ბიუთი-საშუალებების ორი – მკვეთრი და ბრჭყვიალა ტიპი, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ, თუ თქვენი მიზანი ყურადღების მიქცევაა.

მკვეთრი ფერის პომადა

ერთადერთი გამონაკლისი წითელი პომადაა. დანარჩენი ფერის (ნარინჯისფერი, ღვინისფერი, ქლიავისფერი) საცხი მამაკაცების უმეტესობაში ნეგატიურ ემოციებს იწვევს.

ბრჭყვიალა პომადა

საკმარისია წარმოიდგინოს მამაკაცმა, კოცნის დროს როგორ გადაინაცვლების თქვენი პომადის ბზინები მის ტუჩებზე, ის მაშინვე დაკარგავს ნებისმიერი სიახლოვის სურვილს. ამიტომ, პაემნისთვის ასეთი ტუჩსაცხი ნაკლებად წარმატებული არჩევანია.

მამაკაცების საყვარელი პომადის ფერები:

ვარდისფერი

ქალბატონების უმეტესობა თვლის, რომ მამაკაცებს ყველაზე მეტად წითელი ტუჩები მოსწონთ, თუმცა ეს მცდარი აზრია. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ვარდისფერი საცხი მოსწონთ, რადგან ერთის მხრივ, ის წითელთან შედარებით ნაკლებად აგრესიულია, მეორეს მხრივ კი – ნებისმიერ მამაკაცს რომანტიკულად განაწყობს. ვარდისფერი პომადა ერთდროულად ყურადღებასაც იქცევს და სიგნალსაც იძლევა, რომ მისი მფლობელი არა “მტაცებელი ქალი”, არამედ “მომხიბვლელი გოგონაა”.

წითელი

მართალია, ვარდისფერი ლიდერია მამაკაცთა ფავორიტებს შორის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წითელი ავტომატურად ვარდება ნუსხიდან. მამაკაცებს არაფერი აქვთ ალისფერი პომადის საწინააღმდეგო, თუმცა თვლიან, რომ წითელი ყველაზე მეტად რესპექტაბელურ წვეულებას ანუ შესაბამის ტანსაცმელს – საღამოს კაბას და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უხდება, ყოველდღიური გარდერობის ამ ფერის პომადით შევსება კი, მათთვის ნაკლებად გასაგებია.

მარჯნისფერი

მარჯნისფერი პომადა მამაკაცებს ისევე ძალიან მოსწონთ როგორც ვარდისფერი, რადგან ამ ფერით შეღებული ტუჩები ძლიერი სქესის წარმომადგენლებში ყოველთვის სინაზისა და სიმშვიდის ასოციაციას იწვევს.

უფერო პომადა

მამაკაცებს ქალბატონების ბუნებრივი სილამაზე მოსწონთ და მეიქ-აფის ყველაზე ჰარმონიულ ვარიანტად, თვალებზე ნეიტრალური ფერის ჩრდილებს, ტუჩებზე კი – უფერო პომადას თვლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები