LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პომიდორი, როგორც ხილი: The FINANCIAL ქართულ საწარმოებზე წერს

833

მას, ვინც ერთხელ მაინც გასინჯა ქართული სეზონული პომიდორი, განსაკუთრებული გემოდან გამომდინარე, მას ხილად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ბოსტნეულად – ადგილობრივი ინგლისურენოვანი გამოცემა (The FINANCIAL) ქართული საწარმოების განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს გააჩნია ნაყოფიერი ნიადაგი, იმისთვის რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აწარმოოს. აქ განსაკუთრებით პოპულარულია ხილისა და ბოსტნეულის წარმოება, რაც მებაღეობის განვითარებას განაპირობებს.

”ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებაა შესაძლებელი- როგორც ნედლეულად, ის მზა პროდუქტად. სოფლის მეურნეობის ეს სექტორი ნელ-ნელა უფრო და უფრო იკვიდრებს თავს საქართველოში”, – წერს The FINANCIAL და იმ ქართულ ქარხნებზე საუბრობს, რომლებიც საკუთარი წარმოებისთვის ხილსა და ბოსტნეულს იყენებენ. სტატიაში საუბარია, შპს ”არომაპროდუქტზე”, ”ჩირიფრუტზე”, შპს Wellington -ზე და ”ქარელის ხილზე”. ინგლისურენოვანი გამოცემა დეტალურად წერს ამ კომპანიების საქმიანობასა და წარმოებულ პროდუქციაზე.

”შპს ”არომაპროდუქტი” სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის ნატურალური წვენების, ხილის წვენის კონცენტრატების, ინდივიდუალური სწრაფი გაყინვის ხილისა და კენკრის, ჯემების, მურაბების, დაკონსერვებული ხილის, საწებლების, სანელებლებისა და თაფლის პროდუქტების წარმოებაში. კომპანიაში წარმოებული პროდუქცია 100%-ით საექსპორტოა და მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია არ ხორციელდება”, -აღნიშნავს The FINANCIAL.

შემდეგი კომპანია, რომელზეც გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ქართული ნატურალური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”ჩირიფრუტია”. კომპანია სხვადასხვა სახეობის ჩირს, ტყლაპსა და ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქცია მხოლოდ საქართველოში, რამდენიმე სავაჭრო ქსელში იყიდება. ”ჩირიფრუტის” დირექტორი კი სოფო ჯიქიაა.

გამოცემა უყურადღებოდ არც ქართული ჩიფსების მწარმოებელ კომპანიას ტოვებს. პროდუქცია ბაზარზე FRIXX-ის ბრენდის ქვეშ გამოდის და მას შპს Wellington აწარმოებს. ჩიფსების წარმოება 2015 წლის აპრილში დაიწყო. საწარმო ლილოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს და მასში 25 ადამიანია დასაქმებული.

სტატიის ბოლოს ინგლისურენოვანი გამოცემა ვრცლად წერს ქარელის ჩირზე, რომელსაც „ქარელის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანია” აწარმოებს. კომპანია 2015 წელს დაარსდა და ამ დროისთვის 4 სახეობის ჩირს უშვებს. ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 25 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებიდან მიღებული ნედლეული ასევე გამოიყენება წარმოებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები