LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპის ვარსკვლავი 60 წლის გახდა

86

ცნობილი ამერიკელი მომღერალი მადონა ლუიზა ჩიკონემ იუბილე 16 აგვისტოს იზეიმა.

სადებიუტო ალბომი 1983 წელს გამოუშვა, რის შემდეგაც მომღერალმა 10 მსოფლიო ტურე ჩაატარა.

ამ პერიოდში მისი 300 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი გაიყიდა,  რისი წყალობითაც ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც კომპერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი მუსიკალურ ინდუსტრიაში.

მადონა შესულია პოპ-მუსიკის ენციკლოპედიაში სახელწოდებით ” 100 ვარსკვლავი, რომლებმაც შეცვალეს ამერიკა”

მადონა აშშ-ის ყველაზე მდიდარი მომღერალია. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 580 მილიონ დოლარს შეადგენს. გამოირჩევა საქველოქმედო საქმიანობით, საკუთარ ფონდს Raising Malawi-ს მართავს, რომელიც აფრიკელი ბავშვების ჯანმრთელობასა და განათლებაზე ზრუნავს. აღსანიშავია, რომ  მადონას ანგარიშზე 6 საბავშვო წიგნია.

საიტერესოა, რომ მადონას ვარსკვლავი ჯერ არ გახსნილა ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები