LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული სტატუსები: „ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი უკვე ორივე თავისუფალია“

258

ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს დაშორდნენ. 49 წლის ენისტონმა და 46 წლის ტერუმ ოფიციალური განცხადება თავად გაავრცელეს და განმარტეს, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ამ თემას დღეს ყველა წამყვანი ინტერნეტგამოცემა ავრცელებს და ცხადია, მსახიობების გულშემატკივრები ფაქტს სოციალურ ქსელებში ეხმიანებიან. ფანების უმრავლესობას განსაკუთრებულად ახარებთ ის ფაქტი, რიომ ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი თავისუფლები არიან და მათ ურთიერთობა შესაძლოა განაახლონ კიდეც: „ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი, უკვე ორივე თავისუფალია“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების შესახებ რამდენიმე თვის წინ  განაცხადეს. ბრედ პიტი 2000-დან 2005 წამდე ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული და მსახიობთან დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები