LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკო ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს – დავით საყვარელიძე

105

დავით საყვარელიძის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს.

როგორც დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს, ამის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მიიღო და ჯერჯერობით ის დაუდასტურებელია.

“რეალურად ვშიშობ ჩვენი ქვეყნის გამო, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც კლინიკური პარანოიით არის დაავადებული. ის ხომ მთავარსარდალია და იმ ქვეყნის  კონსტიტუციის გარანტი, რომელიც იბრძვის. არ ვუარყობ, რომ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, თუმცა არ მეგონა, თუ ის მიიღებდა მისთვის და მისი იმიჯისთვის ესოდენ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას.  ფეხებით გათელო ადამიანის სახელმწიფოსადმი დამაკავშირებელი მთავარი სიმბოლო – მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი, მოექცე მას, როგორც შოკოლადის ქარხანა „როშენის“ პროდუქტს, ეს უბრალოდ დამამცირებელია. ეს არ შეეფერება არც კაცს, არც მთავარსარდალს და არც პრეზიდენტს,“ – წერს საყვარელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები