LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკომ დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

80

უკრაინის პრეზიდენტმა დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რაც მას საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლებას აძლევს.  კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში გასული წლის 2017 წელს პირადად პოროშენკომ წარადგინა. უმაღლესმა რადამ ის მეორე მოსმენით 18 თებერვალს მიიღო. მისი განხილვა სამი დღე გრძელდებოდა.

დოკუმენტი პრეზიდენტს ნებისმიერ დროს ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების შეყვანის უფლებას აძლევს. ასევე მას საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლებითაც აღჭურავს.

კანონის თანახმად, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ოკუპირებულ ტერიტორიებად ცხადდება, რასაც ამჟამად რუსული შეიარაღებული ფორმირებები და რუსეთის ოკუპაციური ადმინისტრაცია აკონტროლებენ. რუსეთი ამ დოკუმენტში ოფიციალურად გამოცხადდა ოკუპანტად. ამას გარდა, კანონი მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას უკრაინისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის გამო. ეს მდგომარეობა კიევს საშუალებას აძლევს მიმართოს საერთაშორისო სასამართლოებს და მოითხოვოს კომპენსაცია.

კანონი მისი გამოქვეყნებიდან შემდეგ დღეს შევა ძალაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. მას წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები